Greenclimat — საინჟინრო კომპანია

ჩვენ შესახებ
გრინკლიმატი საინჟინრო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 15 წელზე მეტია ოპერირებს. ჩვენი ძირითადი მიმართულებებია გათბობისა და გაგრილების, ვენტილაციის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის, ასევე სახანძრო სისტემების პროექტირება, მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება.
ჩვენ ვქმნით ერთიან და კოორდინირებულ საინჟინრო სისტემებს, რომლებიც მორგებულია თითოეული ობიექტის სპეციფიკასა და საჭიროებებზე.
გრინკლიმატის გუნდი გამოცდილი ინჟინრებისა და ტექნიკური სპეციალისტებისგან შედგება. თითოეულ პროექტს ინდივიდუალურად ვუდგებით - ვიწყებთ ობიექტის საჭიროებების შეფასებით, ვასრულებთ ზუსტ საინჟინრო გამოთვლებს და ვეყრდნობით მოქმედ სტანდარტებსა და ნორმებს.
ჩვენი მიზანია შევქმნათ საიმედო, ეფექტური და გრძელვადიანად გამართული საინჟინრო სისტემები.
სანდო პარტნიორები მსოფლიოს მასშტაბით
ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებთან და პარტნიორებთან, რათა საქართველოში შემოვიტანოთ თანამედროვე და სანდო კლიმატური ტექნოლოგიები.