სახანძრო სისტემები

სახანძრო სისტემები

ჩვენ ვახორციელებთ სახანძრო სისტემების პროექტირებასა და მონტაჟს მოქმედი ნორმებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების სრული დაცვით. ჩვენი მომსახურება მოიცავს როგორც სახანძრო ქრობას, ისე სახანძრო ვენტილაციის სისტემებს, რომლებიც კრიტიკულ როლს ასრულებს ადამიანების უსაფრთხო ევაკუაციასა და ხანძრის გავრცელების შეზღუდვაში.

ვაპროექტებთ და ვამონტაჟებთ კვამლის მოცილების (Smoke Extraction), კვამლის შეჩერებისა და ზედმეტი წნევის სისტემებს კიბის უჯრედებში, ლიფტის შახტებში და კორიდორებში. ყველა გადაწყვეტილება ეფუძნება ჰაერის ხარჯების ზუსტ გამოთვლას, ზონირებას და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ნორმებს.

ჩვენი მიდგომა არის მაქსიმალური საიმედოობა საგანგებო რეჟიმში. სწორად შერჩეული აღჭურვილობა, ავტომატიზაცია და პროფესიონალური მონტაჟი უზრუნველყოფს სისტემის გამართულ მუშაობას სწორედ მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად არის საჭირო.

მოითხოვე კონსულტაცია

გათბობა გაგრილება ვენტილაცია

გაიგე მეტი
სახანძრო სისტემები | Greenclimat